გელათის ტაძრის წინამძღვარი კლინიკაში გადაიყვანეს – იოსებ ბურჭულაძეს სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე კლინიკაშია მოთავსებული, – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრეცლებს.
არსებული ინფორმაციით, მან დაზიანებები კელიაში გაჩენილი ხანძრის გამო მიიღო.
მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.