გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, სტუდენტებთან შეხვდრის შემდეგ საოკუუპაციო ზოლთან გაემგზავრა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიტიკოსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად მივა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა  განაცხადა, რომ 10 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მან მკაფიოდ მოითხოვა რუსეთის ჯარებს გაყვანა.

“რა თქმა უნდა 10 წლის შემდეგაც ზუსტად მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეგვიძლია რომ ჩვენ გვაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად ჩენს წვლილს შევიტანთ.”-განაცხადა, მერკელმა.

საოკუპაციო ზოლთან მისვლის შემდეგ მერკელი პრემიერმინისტრთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება.

გერმანიის კანცლერის ვიზიტი რამდენიმე საათში დასრულდება. ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, გააცილებენ. კავკასიურ ტურნეს კანცლერი სომხეთში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გააგრძელებს.

 

Comments
Loading...