გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყეში ხანძარია

გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს. მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე გაჩენილი ტყის ხანძარი რეგიონის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ფედერალური მიწის სოფლის მეურნეობის მინისტრზე, ტილ ბაკჰაუზზე დაყრდნობით წერს.

ქალაქ ლიუბტენთან, ყოფილ სამხედრო პოლიგონზე 430 ჰექტარის ფართობის ტერიტორია იწვის. ქარის გამო ხანძრის ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

რეგიონში ცეცხლის პირველი კერები დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. ხანძრის გამო სამი დასახლებული პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. საცხოვრებელი სახლების მიტოვება 900-მდე ადამიანს მოუწია. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ბუნდესვერის ვერტმფრენები.
პოლიცია ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს.
მეკლენბურგის-წინა პომერანიის გარდა, ხანძარი გაჩნდა ჰესენის ქალაქ მიუნსტერში. ცეცხლი ყოფილი სამხედრო საწყობის ტერიტორიასაც მოედო, რის გამოც არსებობს აფეთქების საფრთხე.

1tv.ge

Comments
Loading...