“გვაპატიეთ! ერისა და ბერის სახელით, შენდობას გიძღვნით, ჩემო პატრიარქო”

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი საქართველოს პატრიარქს,ილია მეორეს შენდობას სთხოვს.

🆘🆘🆘🆘🆘გვაპატიეთ‼️‼️‼️‼️ერისა და ბერის სახელით შენდობას გიძღვნით ჩემო პატრიარქო ‼️
შეგვინდე ჩვენი უგუნურება , რამეთუ ვერ დაგიცავით . შეგვინდე ჩვენი გულგრილობა , რამეთუ გულისყური საჩვენო საქმეებს დავუთმეთ .
შეგვინდე ჩვენი ეჭვიანი კითხვები, რამეთუ წუთისოფლის ამაოებას გავყევით . ცქირი შემოუშვით , იუდას 30 ვერცხლის ჟღარუნს ყური დავუგდეთ , ბილწი და გარყვნილი აზრები მოვისმინეთ .
მაგრამ იცოდეთ პატრიარქო , ისე როგორც არასდროს თქვენი სამწყსო თქვენს გვერდითაა , ყველა თქვენი გულისტკივილი ჩვენთან დავანდა და გახლეჩილი გული , რომელიც ასე დავკუწეთ ერთად აღდგა ღვთის სიყვარულად თქვენი თანადგომისთვის🙏❤️🙏გვაპატიეთ.
დღეს თქვენის შემწეობით ,მთავრობის და ჩვენი პრემიერის დახმარებით ჩვენი გმირი ზაზა გახელაძე ოკუპანტებისაგან იხსენით და მის ოჯახს დაუბრუნეთ.🙏.
იხარეთ მრავაჟამიერ✊👏”,-წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...