გვარამია:”ჩემი გათავისუფლება ჩემივე თანხმობის გარეშე, შეუძლებელია”
ჩემი გათავისუფლება ჩემი თანხმობის გარეშე შეუძლებელია! არსად წასვლას არ ვაპირებ! – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ში წერს:
“მეგობრებო, ყველას რომ ცალცალკე არ გავცე პასუხი, აქ დავწერ:
იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სრული აბსურდია, არსად წასვლას არ ვაპირებ და თან ეს ინფორმაცია ცალსახად გამიზნულია ჩვენი არხის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მინდა დავამშვიდო ყველა – მტერიც და მოყვარეც – სუფთა ტექნიკურადაც, წილების კომპოზიციის და წესდების გათვალისწინებით, ჩემი გათავისუფლება ჩემივე თანხმობის გარეშე, შეუძლებელია.
ასე რომ, ტყუილად სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას ჩააგდებთ უხერხულ მდგომარეობაში”, – წერს ნიკა გვარამია