გვარამია: “რუსთავი 2” გადადის თავდასხმის მდგომარეობაზე, ეს ხელისუფლება ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ

ტელეკომპანია რუსთავი 2″-ის 9% წლის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ე.წ. გაყიდვების სახლს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

” “რუსთავი 2”-ის და ქართული დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ახალი ომი გაიხსნა. მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ჩვენი ინტერესის დაცვას, არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას. ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე, ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ რუსთავი 2-ის ინტერესების დაცვა უკვე შედეგს ვეღარ მოიტანს, უნდა შეიცვალოს ის, ვინც რუსთავი 2-ს სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას სისტემატიურად თავს ესხმის, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოკალური თავდაცვა და ლოკალური გამარჯვება არ იქნება საკმარისი. მით უფრო რომ ეს ხელისუფლება არ აღიარებს უკვე სტრასბურგის გადაწყვეტილებას და მიდის ქვეყნის იზოლაციის გზით. ამიტომ თავდასხმა უნდა იყოს ხელისუფლებაზე, და ეს ხელისუფლება ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე, რუსთავი 2-მა რამდენი ეპიზოდური ბრძოლაც არ უნდა მოიგოს, ომს ვერ მოიგებს და ყოველთვის იქნება შემდეგი ვინმე ნიჟარაძე ან ვინმე “რიჟა”, ან ვინმე პირობითი X რომელიც შეიტანს სარჩელს და ამის მეშვეობით კომპანიას დახურავენ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
Comments
Loading...