გვარამია: სარალიძე-მაჩალიკაშვილს ხელისუფლებამ უბინძურესი ბრძოლა გამოუცხადა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს უბინძურესი ბრძოლა გამოუცხადა. როგორც გვარამიამ გადაცემაში “კვირის აქცენტები” განაცხადა, ყველაფრის მიუხედავად, მათ ბრძოლა მორალურად მოიგეს.

“წლის ადამიანად დავასახელებდი საქართველოს არასამთავრობო სექტორს, სარალიძე-მაჩალიკაშვილს. მათ ეს ბრძოლა მორალურად მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უბინძურესი ბრძოლა გამოუცხადა.

მე წარმომიდგენია, რომ ჩვენ დროს ეს უმძიმესი შეცდომა, რაც გირგვლიანთან დაკავშირებით მოხდა, ჩვენი მესიჯი ყოფილიყო გირგვლიანის ოჯახის გაშავების მცდელობა, უბრალოდ, რა მოხდებოდა ქვეყანაში წარმოუდგენელი იყო. მე ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ეს სცადა “ქართულმა ოცნებამ”, ყველაზე უფრო ბინძური მიმართულებით წავიდა, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო საშინელი სახე გამოჩნდა

Comments
Loading...