“გვახსოვს 7 ნოემბერი” – დღეს სახალხო მოძრაობა მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობს
“გვახსოვს 7 ნოემბერი” – დღეს სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმს” 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობინ მსვლელობას მოაწყობს.
ამასთან, ორგანიზაციის „არა ძალადობას!“ დამფუძნებლები, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და 2004 წელს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიმართავენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, ან უთანაგრძნობს მოძრაობას ნაციზმის სწინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, მოვიდეს ხვალ ოპერასთან, რათა ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას, ახალგაზრდების მასიურ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, ადამიანების წამებას, ელიტარულ კორუფციას, ცილისწამებას და ქონების დატაცებას!”, – ნათქვამია განცხადებაში.