გია ბარამიძე: თუ პირველ ტურში ვერ შევთანხმდით,ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია დაიღუპა

რაც შეეხება მეორე ტურებში მხარდაჭერის ტაქტიკას, თავისი ლოგიკა ამასაც აქვს. „ქართული ოცნება“ პროპორციულში აიღებს მინიმუმს. მეორე ტურისთვის იქნება ვითარება, რომ „ოცნება“ მეორე ტურს პროპორციულით მოპოვებული ხმებით მინიმალურით შეხვდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.

“რაც შეეხება მეორე ტურებში მხარდაჭერის ტაქტიკას, თავისი ლოგიკა ამასაც აქვს. თუ ყველას ეყოლება თავისი მაჟორიტარი პირველ ტურში, ყველა იმუშავებს ყველა პარტიის შესაბამის პროპორციულ ხმებს და ყველა პარტია მაქსიმუმს აიღებს პროპორციულ ნაწილში, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულში აიღებს მინიმუმს. მეორე ტურისთვის იქნება ვითარება, რომ „ოცნება“ მეორე ტურს პროპორციულით მოპოვებული ხმებით მინიმალურით შეხვდება. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეორე ტურის მაჟორიტარული სისტემის მოგების მხრივაც. იმ ოლქებში, სადაც მეორე ტურში იდგება „ოცნება“ და ოპოზიცია, ყველანი დავეხმარებით ოპოზიციას. ეს გათვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

არ ჩათვალოთ, რომ ჩვენ ამ წუთას ამ მეორე ვარიანტს ვაყენებთ პირველ რიგში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ პირველივე ტურში შევთანხმდეთ.

რა თქმა უნდა,პრიორიტეტი პირველ ტურშივე საერთო კანდიდატების დასახელებაა, მაგრამ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ თუ პირველ ტურში ვერ შევთანხმდით დავიღუპეთ და ივანიშვილი მოიგებს. შეცდომაა ასე მიდგომა”, – გვითხრა გია ბარამიძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...