გაგიბრტყელებ მაგ თავს! – გაჩეჩილაძე იოსელიანს დაემუქრა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანი ერთმანეთს სიტყვიერად “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” დაუპირისპირდნენ.

გია გაჩეჩილაძე 2011 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გარემოს დაცვის სფეროში მიღებულ ცვლილებებზე საუბრობდა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

გია გაჩეჩილაძე: 2012 წელს თუ 2011 წელს მიიღეს კანონი მაგათ. ეს არის გარემოს დაცვაში ცვლილება….. ჩვენ თავი დაგვანებეთ.

კოტე იოსელიანი:  2012 წელს რა იყო არ გვაინტერესებს….

გია გაჩეჩილაძე: ილაპარაკოს მარტო, ვიღაცა არანორმალურია, ეე…

კოტე იოსელიანი: არანორმალურები მოიკითხეთ …

გია გაჩეჩილაძე: კი არ მეხალისება შენთან ერთად ჯდომა, ვიღაცა ბანდიტთან.

კოტე იოსელიანი: შენობით ელაპარაკეთ თქვენიანებს ოფისში.

კოტე იოსელიანი: გასცეს კითხვას პასუხი ამ წლების განმავლობაში რამდენი აქვს აღებული ქრთამი. გააგრძელოს, მე შეკითხვები დავსვი…

გია გაჩეჩილაძე: რა ქრთამთან დაკავშირებით, რას მიედ მოედები კაცო?!

კოტე იოსელიანი: რა გაგიკეთებია 6 წლის განმავლობაში?!

გია გაჩეჩილაძე: რა ქრთამზე ლაპარაკობ, ერთი მიპასუხე. შე ნაძირალა მიპასუხე! რა ქრთამზე ლაპარაკობ შე გათახსირებულო,

კოტე იოსელიანი: უზრდელი ხარ, ვიღაცა ხარ!

გია გაჩეჩილაძე: გაგიბრტყელებ მაგ თავს!

Comments
Loading...