გიგი უგულავა:”ღამე ტურები გამოუშვეს მთელს ქალაქში ჩამოხიეს და თვალები დათხარეს ჩემს პლაკატებს”

გოჭების დარიგების შემდეგ, ოცნების ფოთის შტაბი უსინდისობის და ველურობის ახალ სიმაღლეებს იპყრობს.

ღამე ტურები გამოუშვეს მთელს ქალაქში ჩამოხიეს და თვალები დათხარეს ჩემს პლაკატებს. ამასობაში ცხადია, მთელი ქალაქი ჩალურჯებულია.

Beka Vacharadze For Poti Beka Vacharadze, მოდი დავდგეთ თქვენი ბანერების ქვეშ, ხუთი ბანერი, თქვენ და ასე 6 1-ზე შევხვდეთ ფოთელებს”, – წერს სოციალურ  ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

Comments
Loading...