„გინდათ გოიმობაში ჩამითვალეთ, გინდათ ასაკში ყოფნაში, სულაც არ მართობს ,,აეროსმიტის” კონცერტი“

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ გუშინ გამართულ „აეროსმიტის“ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„სახლში ვარ, ვისვენებ, სიმყუდროვეა. ფილმს ვუყურე, მერე ვკითხულობდი, ახლა ყავას ვსვამ და აქ შემოვიარე. ვინც დამირეკა ყველას გაუკვირდა, რატომ არ წავედი ,,აეროსმიტის” კონცერტზე.

ეჰ, მე იმდენი რამე მიკვირს, ვერც კი ჩამოვთვლი.

მეშინია სიმართლე ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, გინდათ გოიმობაში ჩამითვალეთ, გინდათ ასაკში ყოფნაში, სულაც არ მართობს ,,აეროსმიტის” კონცერტი, თავს ვუფრთხილდები, არ მინდა ზედმეტი ,,დადებითი ემოციები. იმითაც ბედნიერი ვიქნები თქვენ რომ გაბედნიერდებით.“- წერს ტელეწამყვანი.

Comments
Loading...