გიორგი გაბაშვილი თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკკეინის სახელის დარქმევას ითხოვს

თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის დარქმევის ინიციატივა საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა წამოაყენა. მან უკვე მიმართა საკრებულოს „სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას“.

გაბაშვილის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ ქუჩას დაერქმევა მაკკეინის სახელი, თუმცა ის კომისიას განსახილველად პეტერბურგის ქუჩას შესთავაზებს.

გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლისა ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ.

დაკრძალვაზე წარმოდგენილი იქნება ქართული დელეგაცია.

ჯონ მაკკეინი რესპუბლიკელ სენატორებთან ლინდსი გრეჰემთან და დემოკრატ ემი კლობუშართან ერთად საქართველოს ბოლოს 2017 წლის იანვარში ესტუმრა და აეროპორტიდან პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.

29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატომ თავის ახალ შტაბ-ბინას შეიძლება ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს.

imedinews.ge

Comments
Loading...