გიორგი კეკელიძე: 16 ივნისს ყველა სამკითხველო დარბაზი ამუშავდება

ეროვნული ბიბლიოთეკა იმაზე ადრე დაიწყებს მუშაობას, ვიდრე ორი კვირის წინ გამოვაცხადეთ – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

“ძვირფასო მკითხველებო, კარგი ამბავი გვაქვს:
შესაბამისი რეკომენდაციებისა და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ეროვნული ბიბლიოთეკა, აუცილებელი რეგულაციებით, იმაზე მალე დაიწყებს მუშაობას, ვიდრე ორი კვირის წინ გამოვაცხადეთ – 8 ივნისს თანამშრომლები დაგვიბრუნდებიან, 16 ივნისს კი ყველა სამკითხველო დარბაზი ამუშავდება. ხვალ, ჩვენს ვებგვერდზე – nplg.gov.ge – გამოქვეყნდება დეტალური ინსტრუქციები.”-წერს გიორგი კეკელიძე.

Comments
Loading...