გიორგი მარგველაშვილი ლექტორობას დაუბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი GIPA-ში სალექციო კურსს წაიკითხავს თემაზე „პოლიტიკა“. კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; გაათვითცნობიეროს ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესის განსხვავებულ ასპექტებში, მათ შორის: ფილოსოფია, ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის მეთოდები, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები, საზოგადოებრივი შეხედულებები და სხვა.

კურსზე განიხილავენ ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში, სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების, ძალთა ბალანსისა და გადანაწილების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული მთლიანობის, მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული მედეგობის და სხვა საკითხები.

პარალელურად, სისტემურ რეჟიმში მოხდება მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი და შეფასება.

imedinews.ge

Comments
Loading...