გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს

ტალინში იმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს წყვილთა შეჯიბრში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილი ჩაერთო. ქართველმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად იასპარეზეს და მედლებისთვის იბრძოლებენ.

ქართველების დუეტმა ტურნირის ჟიურისგან მაღალი შეფასება, 69.98 ქულა მიიღო და მხოლოდ ლიდერებს, ელიზავეტა შანაევასა და დევიდ ნარიჟნის 0.05 ქულით ჩამორჩა.

გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას მედლების მოპოვების კარგი შანსი აქვთ და ყველაფერი თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც 7 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა ეგაძემ შესარჩევ ტურში თითქმის უშეცდომოდ იასპარეზა და 58.22 ქულით 24 ფინალისტს შორის გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალი დღეს გაიმართება.

Comments
Loading...