გოგიჩაიშვილი: ზურაბიშვილმა ცივი წყალი იმ ხალხს გადაასხა , ვინც მეორე ტურში იმიტომ მივიდა, რომ “ენმ” არ დაბრუნებულიყო

საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით მისი პრეტენზიები პრეზიდენტის მიმართ გამომდინარეობს იმ დაკვეთაზე ღალატიდან, რა დაკვეთითაც ის იქნა საქართველოს პრეზიდენტად არჩეული. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხდა, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში დეპუტატების წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს.

“მე ვიყავი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართული, ალბათ ის სიტუაცია, რომ დაბრუნდეს ყოველთვის იმ არჩევანს გავაკეთებ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილისთვის მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და ირაკლი კობახიძეს არ დაუჭერია მხარი. რისთვისაც სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, იმ ხალხმა ვინც მეორე ტურში მოვიდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნებულიყო, სალომე ზურაბიშვილმა გადაასხა ცივი წყალი. შესაბამისად, ჩემი პრეტენზიები,  ჩემი დამოკიდებულება ამ ინსტიტუციის მიმართ, მისი ფუნქციისა და როლის მიმართ ზუსტად გამომდინარეობს იმ დაკვეთაზე ღალატიდან, რა დაკვეთითაც ის იქნა საქართველოს პრეზიდენტად არჩეული,” – განაცხადა ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ: პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წინასწარ არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში.

პლენარულ სხდომას უმრავლესობა და დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრებიან.

Comments
Loading...