გოგიჩაიშვილი: იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცედურა, რომლითაც ეს სია შევიდა პარლამენტში არის გაუმჭვირვალე.

“იუსტიციის საბჭოდან შემოსული სია, არის სია, რომლითაც კენჭი უნდა ვუყაროთ უვადოდ მოსამართლეობის კანდიდატს. 20 წლის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაშიც ისევ ის ადამიანები იქნებიან სასამართლოში და მათ უნდა ვუყაროთ კენჭი. პროცედურა, რომლითაც ეს სია შემოვიდა, ვფიქრობთ, რომ არის გაუმჭვირვალე პროცესი, რადგან პროცესი არ ითვალისწინებს სხვა პროცედერებს. მათ ამით ისარგებლეს და შემოიტანეს სია, რომელიც არ ვიცი როდის, სად და რა კრიტერიუმით დაწერეს. აქ არის საუბარი ადამიანებზე, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ყველას ბედი. ამაზე დიდი გადაწყვეტილება შეიძლება ჩვენ ვერ მივიღოთ ამ მოწვევის პარლამენტში. ამით შეიძლება ბევრ ადამიანს განვუსაზღვროთ მომავალი და ძალიან საფრთხილოა სწრაფად გადაწყვეტილების მიღება. მე ვფიქრობ, გვჭირდება ინფორმაცია, რადგან პარლამენტში შემოვიდა ფარატინა ქაღალდი, სახელები და გვარები, იმის იქეთ არფერია. მე კი ვიცი ვინ ვინ არის, მაგრამ საზოგადოებას სჭირდება ინფორმირებულობა, რა ხდება ისუტიციის საბჭოში და რატომ ხდება ასე ხელების გადაგრეხვით ან რაღაც პროცედურების დარღვევით, მინიმალური სტანდარტის გაუთვალისწინებლობით გადაწყვეტილების მიღება?!
პირადად მე კატეგორულად არ ვუჭერ ამ სიას მხარს, მაგრამ მარტო ჩემზე არ არის ეს დამოკიდებული, ეს ეხება ყველას. ჩემი საშუალებით მოსახლეობა, როგორც მისი წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს წევრის არჩევაში მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ, ჩემმა ამომრჩევლებმა ვის ვუჭერ ან არ ვუჭერ მხარს”-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, პრობლემას ხედავს თუ არა იმაში, რომ კანდიდატებიდან რამდენიმე ასოცირდება წინა მთავრობასთან, პასუხობს, რომ არა რამდენიმე, არამედ უმრავლესობა ასოცირდება და ამ შემთხვევაში არის პრობლემა, როგორც წინა მთავრობიის დროს მუშაობაში, ასევე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

თავად რა კონკრეტული საქმეების გამო არის წინააღმდეგი, გოგიჩაიშვილი ამბობს:”ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ყავთ დაპატიმრებული იმ დროს, როდესაც იყო რეპრესიების წლები და ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში. არაფერის შეუძლია ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონის, რადგან დიდი ხანია ბევრ მათგანზე მაქვს ჩემი აზრი”.

Comments
Loading...