გოგი წულაია: “ქუთაისი 1943 წლის სტალინგრადს დაემსგავსა”

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ქუთაისში გზებზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. მისი თქმით, ქალაქი 1943 წლის სტალინგრადს დაემსგავსა.
“რუსთაველის ქუჩა არის ერთ-ერთი ქუჩა, სადაც გაუვალია მოძრაობა. გიორგი ჭიღვარიაც შოთა მურღულიას გზას აგრძელებს. გადათხარეს და მიატოვეს ქალაქი. რა მხატვრობა და გამოფენა უნდა მერს, როცა ქალაქი თავზე ენგრევა. უპატრონოა ქუთაისი,”- ამბობს წულაია.

რუსთაველის გამზირი სამ თვეზე მეტია გადათხრილია. აღნიშნული გამზირი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით გადაითხარა. ამ დროისთვის ქუჩაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს და შესაბამისად, გადათხრილ ქუჩაზე როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების მოძრაობა გართულებულია.

Comments
Loading...