გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას “დიანიუსი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

დაშავებული   კლინიკა  “გორმედში” გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის  276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით  დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Comments
Loading...