გორში კაცმა ცოლი სცემა, დედა დაჭრა და შვილს აიძულებდა, ძლიერმოქმედი პრეპარატები მიეღო

გორში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა დედა დაჭრა, ცოლი სცემა და მცირეწლოვან შვილს აიძულებდა, ძლიერმოქმედი პრეპარატები მიეღო.

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, სახლის ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს, რის გამოც საქმე ორი მუხლით – 126-ე პრიმა და 260-ე მუხლებით აღიძრა.

როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, დაკავებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თითები მოიჭამა და თვითდაზიანებები მიიყენა.

primetime.ge

 

Comments
Loading...