გორში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაძარცვეს – ჯარისკაცების მონუმენტებს ლითონის  ხმლები მოპარეს

გორში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაძარცვეს.  ჯარისკაცების მონუმენტებს ლითონის  ხმლები მოპარეს. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. გომელაურის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

8 მებრძოლის მონუმენტი გორის ციხის ძირში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ არის განთავსებული, იქამდე კი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მოპირდაპირე მხარეს იდგა.

გორში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაძარცვეს (mtavari.tv)

Comments
Loading...