გრიპის შემთხვევებმა სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთში იმატა

გრიპის შემთხვევებმა სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთში იმატა – ამის შესახებ “აიპრესს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის რეგიონალურ ოფისში განუცხადეს.
ოფისის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში იმატა ღორის გრიპის როგორც მსუბუქმა,ასევე სტაციონალური საჭიროების მქონე შემთხვევებმა
“ადამიანმა, რომელსაც გრიპი შეხვდება უნდა ივარაუდოს, რომ იმ შტამის ვირუსით არის დასნებოვნებული, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს. 63 შემთხვევა არის ლაბორატორიულად გამოკვლეული თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც დასტურდება H1NI. გრიპის შემთხვევები მომატებულია ჩვენს რეგიონშიც,მათ შორის იმატა სტაციონალური პაციენტების რაოდენობასაც,რომელთაც გაურთულდათ ვირუსი.
თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კახეთის რეგიონში H1NI ვირუსით ადამიანის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვაქვს. ვირუსის აქტიურობის პერიოდი იანვრის დასაწყისამდე გასტანს, მეორე ტალღა კი იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი”,- განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას ხიზანიშვილმა.
ცნობისათვის, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისსა და ბათუმში.

Comments
Loading...