„გული მეგლიჯება, ჩემო სიცოცხლით სავსე, მჩქეფარე გოგო“ – ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლობლები და მეგობრები ბელა მცხვეთაძეს გლოვობენ.

„ბელა, ძალიან მომენატრება შენი კისკისი, მეგობარო. ეს გოგოა, რომელმაც დიდი ხნით დაგვტოვა და დაგვიტოვა თავისი გამორჩეულობა მეხსიერებაში, ძალიან მენანები, ნეტა შემეძლოს რამით დაგეხმარო, რატო უნდა ხდებოდეს ასეთი საშინელება, ღმერთო“.

„გული მეგლიჯება, ჩემო სიცოცხლით სავსე, მჩქეფარე გოგო. ვერასდროს  დავიჯერებ უშენობას“ ,- წერენ მეგობრები.

“პრაიმ ტაიმი”

 

Comments
Loading...