გულმა ვერ გაუძლო: ცოლი გარდაიცვალა, როცა ფრონტზე ქმრის დაღუპვის ცნობა მიიღო

რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და, შესაბამისად, მატულობს ისტორიები იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ომი პირადად შეეხო. უკრაინული მედია ხმელნიცკის ოლქში მომხდარ ტრაგედიაზე წერს. “ტელეგრაფის” ცნობით, კამენეც-პოდოლსკში ორი პატარა გოგო ობლად დარჩა იმის გამო, რომ მათი მამა ფრონტზე დაიღუპა, დედის გულმა კი ამ ტრაგიკული ამბის შესახებ ცნობას ვერ გაუძლო.

ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე ასაკში – 33 წლისანი გარდაიცვალნენ. მათ ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი, ოჯახიც სიყვარულით შექმნეს და სამშობლოს ორ გოგონას უზრდიდნენ: უფროსი 8 წლისაა, უმცროსი – 6. 

ანდრეი ტვერდოხლებმა სხვადასხვა მიმართულებებზე მოასწრო საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, ბოლო დროს კი დონბასში იმყოფებოდა. ქმრის დაღუპვის შესახებ ცნობის მიღებიდან რამდენიმე დღეში მარინა ტვერდოხლებიც გარდაიცვალა – როგორც ექიმებმა თქვეს, მისმა გულმა ამ დიდ ტრაგედიას ვერ გაუძლო. 

 

გულმა ვერ გაუძლო: ცოლი გარდაიცვალა, როცა ფრონტზე ქმრის დაღუპვის ცნობა მიიღო… – ODISHINEWS

Comments
Loading...