“თბილისი პრაიდი” ლევან ვასაძეს “გაღებული მსხვერპლისთვის” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” ბილეთით ასაჩუქრებს

“თბილისი პრაიდის გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად.

ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება.

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!

მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi ბილეთი სად მოგაწოდოთ?”,- ნათქვამია    განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ვასაძე აღნიშნულ საჩუქარს.

Comments
Loading...