გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა, შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის. ის ამდრომდე “ხეჩინაშვილის კლინიკაში” მკურნალობს.

“პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის წევს დამწვრობით რეანიმაციაში. ისევ უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. კონტაქტურია,-განაცხადა მედიკოსმა გიორგი დავლიანიძემ.

შეგასხენებთ, პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. სულ დაშავდა 4 ადამიანი. 3 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

Comments
Loading...