გურამიშვილის 9 ნომერში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

თბილისში, გურამიშვილის 9 ნომერში მოსახელობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე  მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი იგრძნო.

ადგილზე უკვე იმყოფებიან “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები და ამოწმებენ მდგომარეობას.

როგორც ადგილორბივები ამბობენ, მათ ბუნებრივი აირის სუნი, დაახლეობით, 3 საათის წინ იგრძნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.

მათივე ინფორმაციით,  ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი სადარბაზოებსა და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.

Comments
Loading...