გურამ ფალავანდიშილი: როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, ჩვენი დაკითხვა უნდათ – იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან

ჩატარდა ჩხრეკა, რის ფარგლებშიც ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ ფალავანდიშვილმა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფალავანდიშვილმა განმარტა, ის დაკავებას არ ელოდება და უარს აცხადებს გამოკითხვაზე.

„ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას. ათ მცნებას თუ ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს, შევასრულოთ. ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით. გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდს“ და მედია ტერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ფალავანდიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა დილიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გურამ ფალავანდიშვილი “თბილისი პრაიდის”წინააღმდეგ ორგანიზებული აქციის მთავარი ორგანოზატორი გახლდათ. ალტ ინფოთი ასევე ვრცელდებოდა მოწოდებები, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებს.

Comments
Loading...