გურიის გუბერნატორმა პოსტი დატოვა

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. მან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში,”- წერს ჭანუყვაძე.

შეგახსნებთ, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს დღეს  დაასახელებს.

Comments
Loading...