გურჯაანის საკრებულომ ამორტიზებული “ზამთარ-ზაფხული” ჩამოწერა

www.speqtri.ge – გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბალანსზე არსებული ამორტიზებული ნივთების ჩამოწერას.
ნუსხაში სულ 52 ნივთია, მათ შორის ზამთარ-ზაფხული.

როგორც აღმოჩნდა, საუბარია არა წელიწადის დროზე, არამედ პეიზაჟზე. თუმცა დოკუმენტში მინიშნება იმაზე, რომ ნახატი იგულისხმება, არ არის.

აღნიშნულ ფაქტს საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან სატირულ-იუმორისტული შეფასებები მოჰყვა.

-“მუნიციპალიტეტმა შექმნა კომისია, ჩამოწერეს  ისეთი ნივთები, რომელიც გამოუსადეგარი და გადასაყრელია, მათ შორის 39-ე არის ზამთარ-ზაფხული. ჩამოწერეს იმიტომ რომ გამოუსადეგარია. ზამთარ-ზაფხულის ჩამოწერას საკრებულოს უმრავლესობამ დიდი ზარ-ზეიმით მხარი დაუჭირა. ამაზე თავადაც კი გაეცინათ, მაგრამ მაინც ხელი ასწიეს. მგონი “ცისფერი მთები” მოგონებაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუშაობასთან,”-აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნიკა ნიჟარაძემ.

Comments
Loading...