გურჯაანში 18 წლის დაკარგულ ბიჭს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში 18 წლის ნუგზარ დიასამიძეს ოჯახი ერთი თვეზე მეტია ეძებეს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა 5 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
დიასამიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკარგულის პოვნის მიზნით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.