დავითაშვილი: პროგრამა “დანერგე მომავალი” დაფნის ბაღების გაშენებას დააფინანსებს

ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს ასევე უკავშირდება ახალი კულტურის დამატებას. დაფნა არ იყო სამეურნეო კულტურა, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, მზარდია მისი ექსპორტი, ახალ ბაზრებზე შედის ქართული დაფნა, ზოგადად, ეს არის კულტურა, რომელზეც მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზრებზე, ამ კონკრეტულ კულტურაზე იზრდება და საქართველოს ჰქონდა ოდითგანვე ტრადიციები ამ კულტურის წარმოების, თუმცა ჩვენი გეოგრაფია მნიშვნელოვანწილად გაიზარდა.

დღეს ქართული დაფნის ექსპორტი ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში და ცალსახად იმ ახალ თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულო ბაზრის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება, ამიტომ უფრო პროფესიული, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა დანერგე მომავალი არსებული პირობებით, დაფარავს მათ შორის დაფნის კულტურას“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Comments
Loading...