დავით ბაქრაძე: გახარიამ ჭიკაიძისგან განსხვავებით “თალიბანი” იცის რა არის

„გიორგი გახარიამ ჭიკაიძისგან განსხვავებით “თალიბანი” იცის რა არის“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, გიორგი გახარიამ უკრაინის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არა ეჭვის დონეზე, არამედ ფაქტებით უნდა ისაუბროს.

„როდესაც შს მინისტრი გამოდის და ეჭვს აგორებს ქვეყანაში, რომ თურმე ჯგუფი დააკავეს, რომელსაც რაღაც დივერსიების მოწყობა უნდოდა, ეს შს მინისტრი ვალდებულია, ბოლომდე მიიყვანოს საქმე და საზოგადოებას აცნობოს, რა ხდებოდა. თუ ეს 6 კაცი გადატრიალებას და აფეთქებას გვიპირებს საქართველოში, გვითხრან, გაგვაგებინონ და 6 კაცს კი არა, 6 ათას კაცს დავგმობთ ყველა ერთად… მაშინ გიორგი გახარიაც ზუსტად იგივე ჭიკაიძეა, ოღონდ ცოტა უფრო ჭკვიანი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 

Comments
Loading...