დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

მისი ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 363-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ ეთანხმება და მშრალ შიმშილობას იწყებს.

“როგორც მოსალოდენლი იყო ბრლადების კვალიფიკაცია არის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამარი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ბრალდების შინაარსი. მიუხედავად იმისა რომ მტკიცებულებებს მეორე დღეა ვითხოვ, მხოლოდ დღეს გადმომეცა და აქ ძირითადად არის პოლიციელების ჩვენებები და სიუჟეტი რაც მასმედიაში გავრცელდა. დაზიანებეზე საუბარი არ არის, მხოლოდ შერაცხყოფაზე და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალს შიმშილობაზე გადადის”, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

Comments
Loading...