დავით კირკიტაძე დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძემ დააკავეს. შსს “აიპრესთან” დაკავების ფაქტს ადასტურებს.

პოლიციელების მისვლის შემდეგ დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: არ ვაპირებ დავემორჩილო კრიმინალ გახარიას უკანონო ბრძანებას. მისი თქმით, ის მხოლოდ სასამართლოში მისცემს ჩვენებას. 

როგორც “აიპრესთან” შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...