დაინფიცირებულთათვის,იტალიის ქალაქ რიმინში,სასტუმრო გამოიყო

სასტუმრო „Royal” -ქალაქ რიმინში,გახდა იტალიაში ის პირველი სასტუმრო,რომელშიც დაინფიცირებულებს გადაიყვანენ. სასტუმრო იოანე XXIII-ის ასოციაციის (კათოლიკური მოძრაობა,რომელიც დაარსდა 1968 წელს,მღვდელ ორესტეს ბენზის მიერ)საკუთრებაშია.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს vaticannewvs.va

სასტუმროს ნომრები,დაინფიცირებულთათვის,გაათავისუფლეს იმ ოჯახებმა,რომლებიც ყოველწლიურად აქ დადიან დასასვენებლად. თითოეული ადამიანი უზრუნელყოფილი იქნება ცალკე ოთახითა და სააბაზანოთი. ვირუსისმატარებლებს არ ექნებათ კონტაქტი სასტუმროს პერსონალთან. დეზინფიქცირდება თითოეული ნომერი და ყველაფერი გაიწმინდება საავადმყოფოებისათვის დაწესებული სტანდარტების შესაბამისად.
ეს არის ექსპერიმენტული მოდელი,რომელიც მიჰყვება მთავრობის ბრძანებულებას-„ზრუნვა იტალიაზე“.
იოანე XXIII-ის ასოციაციის პრეზიდენტი გამოთქვამს იმედს,რომ მსგავსი მოდელის განხორციელება შესაძლებელი იქნება იტალიის სხვა ნაწილებშიც.
„ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობების დროა. როდესაც პრეფექტურა დაგვიკავშირდა,მაშინ ჩვენ შევთავაზეთ დახმარება და გამოვაცხადეთ მზადყოფნა,ერთდროულად 50 ადამიანის მისაღებად“-ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.

Comments
Loading...