დაიცავით თავი ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან და მიკრობებისგან – ტექნოლოგიური სიახლე ქართულ ბაზარზე

კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ, მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. სამედიცინო დანიშნულების აქსესუარები და პრეპარატები, რომელთა არსებობა წლების განმავლობაში არც კი გვახსენდებოდა, ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთებად იქცა. დღეს სადეზინფექციო საშუალებები და ნიღბები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია მსოფლიოში. კორონავირუსთან თანაცხოვრებამ ამ აქსესუარების კიდევ უფრო მეტად დახვეწის და სრულყოფის მოთხოვნა გააჩინა.

ქართულ ბაზარზე ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლის ახალი საშუალება გამოჩნდა – პატარა, კომპაქტური მოწყობილობები, რომლებიც თქვენს გარშემო, სახლში, სამსახურში, ავტომობილებში მავნე მიკრობებს, ბაქტერიებს და რაც მთავარია, ვირუსებს გააქრობს. დაწვრილებით ამ მოწყობილობების შესახებ ნახავთ პორტალზე: dp.ge.

ეს მოწყობილობები იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს და უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების ნივთებად იქცა. დაცვის ამ საშუალებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ფრინველის გრიპის და ყველა საშიში პანდემიური ინფექციის პრევენციისთვის.

მოწყობილობების მთავარ ბირთვს წარმოადგენს ქლორის დიოქსიდის (CLO2) ახალი, მყარი ფორმა. ამ ფორმის უპირატესობა ქლორის სხვა, ტრადიციულ, თხევად ან აირად ფორმებთან შედარებით მისი ბევრად უსაფრთხო მოქმედებაა, რადგან ის არ გამოყოფს თავისუფალ ქლორს და აქედან გამომდინარე, არ ქმნის სივრცეში რაიმე მავნე პროდუქტს დამატებით. დადგინდა, რომ ახალი ნივთიერების მოქმედება ბაქტერიებზე და ვირუსებზე, აქამდე არსებულ საშუალებებთან შედარებით, ბევრად ძლიერი და ეფექტურია. გარდა იმისა, რომ ის გრძელვადიანად და უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს, მის მიერ გამოყოფილი ნაწილაკები, ხუთჯერ ნაკლებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ დასაშვებ ნორმასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ქლორის დიოქსიდი დღეს ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ანტიმიკრობულ საშუალებადაა მიჩნეული.

ეს მცირე ზომის პლასტმასის მოწყობილობები  არსებობს როგორც სხვადასხვა სივრცეში განსათავსებლად, ასევე ინდივიდუალური მოხმარებისთვის. მათი უწყვეტად მოქმედების ხანგრძლივობა 1-დან 3 თვემდეა (დამოკიდებულია მოდელზე). ზოგი მათგანი ერთჯერადი მოხმარებისაა, ზოგს კი მხოლოდ ფილტრების შეცვლა სჭირდება.

სადეზინფექციო და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები ზომით პატარაა და მოსახერხებელია ნებისმიერ სივრცეში განთავსებისთვის, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ დაწესებულებებში – ოთახში,  ოფისში, კლასში, დარბაზში, კომფორტულია დახურული სივრცეებისთვის – სათავსოებში, კარადებში, მაცივრებში; ეფექტურად გამოიყენება ტრანსპორტში – ავტომობილების სალონებსა და საბარგულებში.

უფრო კონკრეტულად, ახალი მოწყობილებები განკუთვნილია:

  • სოკოვანი წარმონაქმნებისგან დაცვის, მიკრობების განადგურების, უსიამოვნო სუნის გასაქრობად მაცივრებში, კარადებში და სამზარეულოს არეალში.
  • ფორმალდეჰიდის და ბენზოლის დასაშლელად, აგრეთვე ობის პრევენციისთვის და უსიამოვნო სუნის გასაქრობად გასახდელებიდან, გარდერობებიდან, ფეხსაცმლის თაროებიდან და სხვა დახურული სივრცეებიდან.
  • მიკრობების გასანადგურებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად აბაზანაში, შემოსასვლელ ოთახებში, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სივრცეებში და ავტომობილებში.
  • საავადმყოფოების მისაღებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სუპერმარკეტებში, ტუალეტებში, გრიპის ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის.

ECOM Stand-ი და ECOM Room mini გამოიყენება ოთახებში, ოფისებში, სააბაზანოებსა და სანიტარულ ობიექტებზე, სამზარეულოებსა და საძინებლებში…

მთავარი ფუნქციის, ვირუსების და ბაქტერიების განადგურების გარდა, ეფექტურია სოკოვანი და ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, ამცირებს ალერგიულ ფონს, განსაკუთრებით მცენარეების მტვერთან და მძაფრ სუნთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ამსუბუქებს ასთმით დაავადებული ადამიანების ყოფას, აქრობს უსიამოვნო სუნს და აქვს დეზინფექციის ეფექტი, კლავს სოკოს.

ECOM Cool-ი ძალიან მოთხოვნადი და პრაქტიკული ხელსაწყოა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის ეპიდემიის პირობებში. ის მაცივარში და პროდუქტების შესანახ სათავსოებში მონტაჟდება და სრულად კლავს ბაქტერიებს და მავნე მიკრობებს, აქრობს უსიამოვნო სუნს. ხელსაწყოს ორმაგი მოქმედების ეფექტი აქვს – დეზინფექციასთან ერთად დეზადორაციის ფუნქციასაც ასრულებს.

იაპონიის საკვები პროდუქტების კვლევის ლაბორატორიის მიერ წარმოებული ანალიზების თანახმად დასტურდება, რომ ClO2-ის ზემოქმედებით ქრება რვა ძირითადი მავნე სუნი:ამიაკის – ტუალეტში არსებული ფეკალიების სუნი, გაფუჭებული ხორცის სუნი, მეთილმერკაპტანის (მეთანთიოლის) – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი, მეთილის სულფიდის – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი, გოგირდწყალბადის – ტუალეტში არსებული ფეკალიების სუნი, გაფუჭებული კვერცხის სუნი, გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი, ტრიმეთილამინის – გაფუჭებული თევზის სუნი; წყალბადის დისულფიდის – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი; სტიროლების -დამწვარი პლასტიკური მასალების სუნი, აცეტალდეჰიდის – სიგარეტის სუნი. ECOM Cool-ს აქვს შეზღუდვა, არ მოქმედებს მაცივრის საყინულეებში.

ECOM Box-ი სათავსოების, ყუთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კარადებისთვისაა შექმნილი -მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან ყოველდღიური მოხმარების ნივთების და აქსესუარების დაცვა მუდმივ რეჟიმში.

იმ ქვეყნებში, სადაც ახალი სადეზინფექციო საშუალებები უკვე პოპულარულია, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობა ECOM Car-ია. ავტომობილის სალონის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ვირუსთან ერთად აქრობს უსიამოვნო სუნს და ქმნის სასიამოვნო, უსაფრთხო გარემოს. ECOM Car-ი ასრულებს დეზინფექციის და დეზოდორის ფუნქციას ერთდროულად, რაც გარანტირებულად იცავს სივრცეს, სადაც დღის განმავლობაში დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებთ.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტი E.A Mask-ი – ინდივიდუალური მოხმარების საშუალებაა, რომელიც დაგიცავთ ბაქტერიებისგან, მიკრობებისგან და რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – ვირუსებისგან, მათ შორის კოვიდ 19-ით დაავადებისგან.

E.A Mask-ი ახერხებს იმ მიკროგარემოში და ნივთების ზედაპირებზე ბაქტერიების დახოცვას, სადაც თქვენ სუნთქავთ. თქვენს გარშემო ჰაერი და გარემო ბევრად სუფთა და უსაფრთხო ხდება ვირუსით და მათ შორის კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან. E.A Mask-ი ფორმით პატარა სამკერდე ნიშანია, რომელიც შეგიძლიათ მიიმაგროთ ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე, ნებისმიერ აქსესუარზე, რომელიც თან გექნებათ.

კიდევ უფრო დაწვრილებით ამ მოწყობილობების შესახებ ნახავთ პორტალზე dp.ge, სადაც გამოყენების წესებს, პროდუქტის დამატებით სიკეთეებს, რეკომენდაციებს, გამოხმაურებებს და საერთაშორისო გამოცდილებას უფრო დაწვრილებით გაეცნობით და სულ მალე შეძენასაც შეძლებთ.

Comments
Loading...