“დანაპირები შეასრულა და ახალგაზრდას უვადო პატიმრობა ემუქრება “ – პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ავთანდილ გალდავა სკანდალში ეხვევა

ადვოკატი ზაზა პაპიძე  სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარიის პოსტს აქვეყნებს:

“შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ავთანდილ გალდავამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხვიჩა დოლაბერიძის ძმას ლაშა დოლაბერიძეს დაპირდა რომ მის ძმას ხვიჩას “გაუჩალიჩებდა” თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ამ უკანასკნელმა აჭარიდან დროებით გადავიდა თბილისში, გალდავამ დანაპირები შეუსრულა და მისი ყოფილი კოლეგების მეშვეობით “გაუჩალიჩა” ახალგაზრდა კაცს, რომელსაც 8-დან 20-მდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება! როგორ?! ყველაფერი ნათელი და მარტივია!

ავთანდილ გალდავა 2012-2013 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსის მოადგილედ!

ვინ ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება დიდი ოდენობით და ვინ დააკავა ხვიჩა დოლაბერიძე? თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს გამომძიებელმა ლაშა კაპანაძემ, მიხეილ სუჯაშვილმა და ელიზბარ აწკარუნაშვილმა! სადაც და ვისთან ერთადაც მუშაობდა ავთანდილ გალდავა!

დიდი იმედი გვაქვს სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას!”,-წერს პაპიძე.

Comments
Loading...