ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული ქალი საბავშვო ბაღს დაესხა: არიან დაჭრილები

დანით შეიარაღებული 52 წლის ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს. ინციდენტი ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში მოხდა. როგორც ტელეკომპანია NBC-ი იუწყება, თავდასხმის შედეგად  დაჭრილია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

ბავშვების ასაკი ჯერჯერობით,უცნობია. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის  მძიმეა. რაც შეეხება დაჭრილ ზრდასრულებს, ერთი მათგანი საბავშვო ბაღის თანამშრომელი, მეორე კი ერთ-ერთი ბავშვის მამაა

თავდამსხმელი ქალი  პოლიციამ უკვე დააკავა.

Comments
Loading...