დარჩიაშვილი: მგონია, ბატიაშვილი ივანიშვილი-გახარიამ 2020-თვის სუსტ რგოლად ჩათვალეს, სკოლებზე მეტი ზეწოლა უნდათ

მგონია, ბატიაშვილი ივანიშვილი-გახარიამ 2020-თვის სუსტ რგოლად ჩათვალეს, სკოლებზე მეტი ზეწოლა უნდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევოპული საქართველოს” წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მეეჭვება, ბატიაშვილი კერძაიას საქმის სტრასბურგში მიღების გამო გადამდგარიყო თუ გადაეყენებინათ. მასე, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, მთელი მთავრობა უნდა წასულიყო ბუჩქებში. კი, ამ მთავრობას დიდ ლოგიკას ვერ მოსთხოვ, მაგრამ მაინც, რა აზრი აქვს? მე მგონია, ივანიშვილმა/გახარიამ ბატიაშვილი 2020-სათვის სუსტ რგოლად ჩათვალა. მეტი ზეწოლა უნდათ სკოლებზე, მეტი შემართება. ბატიაშვილს კი, ვფიქრობ, რცხვენოდა, გახარიასთან რა ბმაც ქონდა. ამას ვერ/არ გამოხატავდა, მაგრამ გახარია ხომ გრძნობდა”, – წერს დავით დარჩიაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Comments
Loading...