დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’, სენაკი დასუფთავების მასობრივი აქციით შეუერთდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით, 17 სექტემბერს, სენაკი დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.

აქციაში – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’, მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, მერიის სამსახურების, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრების, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქალაქისა და 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მცხოვრებლებმა.

 

აქციის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა ქალაქის ტერიტორიები რკინიგზის ბაქნის გასწვრივ, პარკები და სკვერები, შპს-ებისა და ა(ა)იპების ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი – ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის დასაწყისიდან თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ბოლომდე, ტურიზმისთვის აქტუალური ლოკაციები – შემეცნებით-გასართობი ატრაქციის, ,,თოკების პარკის“ მიმდებარე ტერიტორია და მდინარე ტეხურის სანაპირო, 15-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური უბნები.

საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 2010 წლიდან ტარდება.


Comments
Loading...