დატბორვის გამო იუსტიციის სახლთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოძრაობის შეფერხება, სავარაუდოდ, სანიაღვრე სისტემის დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც აღნიშნული ტერიტორია დაიტბორა.

უწყების ინფორმაციით, პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...