დაღუპულია ორი თვის ჩვილი – რუსთავში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

რუსთავში,შარტავას გამიზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

TV4-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში 25 და 22 წლის ცოლ-ქმარი, ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ორი თვის ბავშვი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის მისი ორი წლის ძმა, კლინიკა “რუსთავშია” არიან გადაყვანილები.

როგორც TV4-მა გაარკვია, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მამას და ორი წლის ბავშვს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსნებთ,ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა- ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

Comments
Loading...