დაცვის პოლიციელმა “საქართველოს ბანკი” გაძარცვა

წალკაში “საქართველოს ბანკი” გაძარცვეს. როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული გახსნილია ცხელ კვალზე და დაკავებულია ერთი პირი.

“საქართველოს ბანკში” “აიპრესს” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ მძარცველი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

Comments
Loading...