“და რომც იყოს ეს სანქციები, ომი მაინც არ იქნება, იმიტომ რომ იმ კაცისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლის!”- ხოფერია ივანიშვილზე

“რაოოო???….
G7-ის სამიტზე საქართველო არ მიიწვიესო???…გაგიჟდა სრულიად სანაცეთი!
და რატომ უნდა მიეწვიათ?
ეს ხომ მარტივი კითხვაა? რატომ უნდა მიეწვიათ საქართველო? რომელი პრობლების ან რომელ საკითხთან დაკავშირებით?
რატომ არ მიიწვიეს გერმანიის ელჩმა ახსვა კარგად და გასაგებად. ასე რომ, “არ მიიწვიეს” ძახილი არაფრის მომცემია. თუ ვინმეს კიდევ რაიმე პრეტენზია აქვს, საჭიროა ახსნას თუ რომელ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით უნდა მიეწვიათ საქართველო.
წინაარმდეგ შემთხვევაში, კვლავ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩასაფრებული მტრების მხრიდან ხდება ამ საკითხის შანტაჟისათვის გამოყენება! და ვინ შეიძლება იყოს ასეთი მაშტაბური და კარგად ორკესტრირებული შანტაჟ-შეტევის დირიჟორი?
რა თქმა უნდა ამერიკა!
ისე, ამ G7-ს „ძველი პერიოდის არტეფაქტს” უწოდებენ გარკვეულ წრეებში და ნამეტანი ნუ დავდებთ პატივს.
მოკლედ, რა გახდა ეს მეორე ფრონტის გახსნა! ხან ბაჭიებს გვეძახიან, ხან ივანიშვილს ნახატებსა და ვეტმფრენს უჩერებენ გადარიცხვებთან ერთად. ხან ბაკურიანში გადიან ტრეინინგებს ამერიკელი ჩე გევარას ინსტრუქციებით. აგერ კიდევ ახალი თემა- საქართველო G7-ის სამიტზე არ მიიწვიეს.
უტევენ და უტევენ ხელისუფლებას! აშანტაჟებენ და ცილს სწამებენ საკუთარ ქვეყანას. მიზანი კი ერთია- სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ომის საშინელი ტალღა მოჰყვება, არაფერს იშურებენ, ბოლომდე ირჯებიან.
ფარსნამან სპარსივით საკუთარ ქაქში იხრჩვებიან ფარსმან სპარსივით სამშობლოში უსამშობლოდ ქცეულები.
არა და, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ომი არ იქნება! არც სანქციები იქნება ბიძინას წინააღმდეგ!
და რომც იყოს ეს სანქციები, ომი მაინც არ იქნება, იმიტომ რომ იმ კაცისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლის!”,-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი,ხათუნა ხოფერია.

Comments
Loading...