დედას აივანზე ეტლით გაყვანილი 7 თვის ბავშვი დაავიწყდა, რომელიც სიცივისგან გარდაიცვალა

შემთხვევა 5 იანვარს, დილით მოხდა, რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის ქალაქში ნიკოლაევსკი-ამურზე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მძინარე, 7 თვის ასაკის ბავშვი, დედამ ეტლით აივანზე, სუფთა ჰაერზე ძილის გასგრძელებლად გაიყვანა, თავად სახლში შეტრიალდა და მხოლოდ 5 საათის შემდეგ გახსენდა მის შესახებ.

წინასწარი ვერსიით,  გარდაცვალების მიზეზი ორგანიზმის გადაცივებაა.

Comments
Loading...