“დედა მარტო უმკლავდება მძიმე ტვირთს… ბავშვებს არ აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი…” – ცოტნიაშვილების გაუსაძლისი ყოფა

ეს ცოტნიაშვილების ოჯახია. ისინი დევნლილთა დასახლება ფრეზეთში ცხოვრობენ. ეს ადგილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, პატარები ყოველდღიურად ებრძვიან შიმშილს და უსახსრობას.

როგორც “ნიუპოსტს” ოჯახის ახლობელმა აცნობა, მცირეწლოვან ბავშვებს არ აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი, არანაირი ჰიგიენური საშუალება.

მაიას (დედა) მარტოს უწევს გაუმკლავდეს ამ მძიმე ტვირთს, მეუღლე რამდენიმე თვეა ციხეში იმყოფება.

“ძალიან გთხოვთ გულგრილად არ დატოვოთ ეს პატარები და ჩვენი მცირედი დახმარებით თუნდაც ერთი დღე შევუმსუბუქოთ! #სიკეთეგადამდებია! ყველანაირი სახის დახმარება მისაღებია! უმეტესად გთხოვთ, რომ იქნებ საკვებით დაეხმაროთ! პატარა ლევანი 7 თვის არის და მას ჰიგიენური საშუალებები ძალიან ჭირდება! ლუკა – 9 წლის….საბა-8 წლის…ნინი-7 წლის….მარიამი-3 წლის… ლევანი-7თვის!

ძალიან გთხოვთ თუნდაც მცირედით დაეხმარეთ ამ მრავალშვილიან უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს! შენ შეგიძლია შეუმსუბუქო მათ გაჭირვება!”- გვწერს ოჯახის ახლობელი.

“ნიუპოსტი” ოჯახის თხოვნით აქვეყნებს ტელეფონის ნომერს, (599 33 01 14), რომელზეც დახმარების მსურველებს დღის ნებისმიერ მომენტში დარეკვა შეუძლიათ.

ოჯახის დასახმარებლად მოქმედებს შემდეგი ანგარიშები:

მიმღები ააიპ იალქანი

საქართველოს ბანკი GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი GE93TB7990736080100004

ასევე ჩართულია საქველმოქმედო ნომერები: 0901200127.

შენიშვნა: არასრულწლოვნების ფოტოს რედაქცია ოჯახთან შეთანხმებით ავრცელებს.

“ნიუპოსტი”

Comments
Loading...