დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოსახელობას მიმართა,კორონავირუსთან დაკავშირებით(ვიდეო)

5 აპრილს დედოფალმა მოსახლეობას მიმართა, კორონავირუსთან დაკავშირებით.სამაუწყებლო ჩანაწერი გამოაქვეყნა BBC News-მა

დედოფალმა ხაზი გაუსვა თვითდისციპლინის მნიშვნელობასა და აუცილებლობას და მადლიერება გამოთქვა ბრიტანეთის იმ მოქალაქეების მიმართ,რომლებიც იცავენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და რჩებიან სახლში.მან ასევე განაცხადა ,რომ პლანეტის ყველა ქვეყანამ ჩართო საკუთარი ძალები ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ელისაბედ მეორემ მადლობა გადაუხადა ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს,რომლებმაც მუშაობა ასეთ რთულ პერიოდშიც განაგრძეს.

„დღეს არის დრო,როდესაც ცხოვრების ნორმალური , ჩვეული წესი ჩამოიშალა მთელ ქვეყანაში. ეს დრო ბევრისათვის უკვე იქცა მწუხარებად.დადგა ფინანსური პრობლემები და ამ საშინელმა ცვილებებმა ყველა ჩვენგანზე იმოქმედა“-აცხადებს იგი.

დედოფალმა იმედი გამოთქვა,რომ მალე ყველა შეძლებს იყოს ამაყი იმით,თუ როგორ გადალახეს ეს სირთულეები.

„და ისინი,ვინც ჩვენ შემდეგ მოდიან,იტყვიან,რომ ბრიტანელთა ეს თაობაც ისეთივე ძლიერია,როგორც ყველა წინა“-ამბობს ელისაბედ მეორე.

მან აქვე ანუგეშა მოსახლეობა და განაცხადა,რომ დადგება უკეთესი დღეები და ადამიანები ისევ შეხვდებიან მეგობრებსა და ნათესავებს.

მიმართვა ჩაიწერა უინძორის სასახლეში,სადაც 93 წლის დედოფალი თვითიზოლაციაში იმყოფება.

Comments
Loading...