დეკანოზი გიორგი მამალაძე: ჩემი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ის აეროპორტში არ დაუკავებიათ.

მისი თქმით, აეროპორტიდან წამოსვლის შემდეგ მანქანაში „მოხდა მისი შებოჭვა“, ხოლო პროკურატურაში ჩაუტარდა ჩხრეკა. „ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მანქანაში რომ ჩავჯექი, მოხდა ჩემი შებოჭვა. მეუბნებოდნენ, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის. ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

Comments
Loading...